დანიის მეფე გრენლანდიას ეწვია - მედია

დანია

დანიის მეფე, ფრედერიკი გრენლანდიას ეწვია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ამ ნაბიჯით მონარქს სურს ხაზი გაუსვას დანიის ტერიტორიულ მთლიანობას იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კუნძულის ხელში ჩაგდებას ცდილობს.

ცნობისათვის, ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებს გრენლანდია საკუთარი უსაფრთხოებისთვის სჭირდება. ამ საკითხმა შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებს შორის დაძაბულობის გაზრდა გამოიწვია.

გრენლანდიამ, დანიამ და შეერთებულმა შტატებმა იანვრის ბოლოს კრიზისის მოსაგვარებლად დიპლომატიური მოლაპარაკებები დაიწყეს.