დანიამ ახალი გაფართოებული გაწვევის პროგრამის ფარგლებში გრენლანდიაში ახალწვეულები გაგზავნა

dania

დანიამ ახალი გაფართოებული გაწვევის პროგრამის ფარგლებში ახალწვეულები გრენლანდიაში გაგზავნა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, სამეფოს მიზანია, რომ ჯარისკაცებმა წვრთნები ქვეყნის ყველაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვან და რთულ რეგიონში გაიარონ.

დანიამ გრენლანდიის დაცვის გასაძლიერებლად მილიარდობით დოლარი მას შემდეგ გამოყო, რაც ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ  წლების განმავლობაში რეგიონისთვის არასაკმარისი რაოდენობით ინვესტიციას დებდნენ.

წვრთნების დაწყებას გამოეხმაურა რუსეთიც. მათ რეგიონში ნატო-ს აქტივობის ზრდა გააკრიტიკეს და მიმდინარე პროცესები უსაფრთხოების პირდაპირ საფრთხედ შეაფასეს.