ქორწილის წინ ჯორჯინას სქელი უწოდეს - ფეხბურთელის პასუხმა კრიტიკოსები გააჩუმა
1786882950
ავსტრალიაში 43 წლის ქალი დააკავეს, რომელსაც ყოფილი პარტნიორისთვის მოწამლული ყავის რამდენჯერმე გაგზავნაში ადანაშაულებენ. პოლიციის განცხადებით, ქალი ყავას თავად ყიდულობდა, მასში უცნობ ნივთიერებას ამატებდა და შემდეგ სასმელს ყოფილი პარტნიორისთვის სპეციალური აპლიკაციის საშუალებით აგზავნიდა.
საქმე მას შემდეგ გახსნეს, რაც 47 წლის მამაკაცმა პირველი ყავის მიღებისას რაღაც საეჭვო შენიშნა. მან სასმელი არ დალია და პოლიციას მიმართა. ამის შემდეგ სამართალდამცველებმა რამდენიმე თვის განმავლობაში გამოძიება ჩაატარეს.
სასმელების მიტანისთვის ის Airtasker-ის აპლიკაციას იყენებდა, რომელიც ადამიანებს სხვადასხვა მცირე სამუშაოს შესრულებისთვის ერთმანეთთან აკავშირებს.
ყველაზე უცნაური დეტალი კი ის არის, რომ ყავებს სხვადასხვა კაფედან ყიდულობდა, ხოლო მათი მიტანისთვის დამოუკიდებელ კურიერებს იყენებდა. პოლიცია აცხადებს, რომ კურიერებმა სასმელებში არსებული ნივთიერების შესახებ არაფერი იცოდნენ და მათ დანაშაულთან კავშირი არ აქვთ.
გამოძიების ფარგლებში პოლიციამ არ გაასაჯაროვა, კონკრეტულად რა ნივთიერება იყო გამოყენებული. სამართალდამცველებს მისი სავარაუდო შემადგენლობის შესახებ გარკვეული ინფორმაცია უკვე აქვთ, თუმცა საბოლოო პასუხისთვის სრულ ექსპერტიზას ელოდებიან.
ქალი 15 აგვისტოს სასამართლოს წინაშე წარდგა. მას ორი ბრალი წაუყენეს - მოწამვლის მცდელობა სხვისთვის ზიანის მიყენების განზრახვით. ქალი პატიმრობაში რჩება.
პოლიციის განცხადებით, შემთხვევა ძალიან იშვიათი და უჩვეულოა. ამ ეტაპზე გამოძიება მიიჩნევს, რომ საქმე კონკრეტულად ერთ ადამიანზე მიმართულ თავდასხმას ეხება და ფართო საზოგადოებისთვის საფრთხე არ არსებობს. მამაკაცს არცერთი სასმელი არ დაულევია და მას ფიზიკური დაზიანება არ მიუღია.