დააკავეს პატარძალი, რომელმაც ქმარსა და მის მშობლებს ქორწილის მეორე დღეს საჭმელში საწამლავი ჩაუყარა (ინდოეთი)

ინდოეთი

ინდოეთში ახალდაქორწინებული ქალი ეჭვმიტანილია ქმრისა და მისი მშობლების ქორწილიდან სულ რაღაც ორ დღეში ვირთხის შხამით მოწამვლაში. ქალი დააკავეს მის სავარაუდო თანამზრახველთან ერთად, იტყობინება The Times of India.

ინციდენტი მაჰარაშტრას შტატში, ჯალგაონის რაიონის სოფელ ველხანეში მოხდა. 32 წლის ვალმიკ ტარაჩანდ პატილი სუმან სუბჰაშ საჰნისზე 7 ოქტომბერს დაქორწინდა, ხოლო 9 ოქტომბრის საღამოს, ოჯახის სამი წევრი ვახშმის შემდეგ ავად გახდა.

პოლიცია ვარაუდობს, რომ სუმანს და კიდევ ერთ ქალს, აარტი სურიაპრაკაშ პატელს, შესაძლოა, საკვებში მღრღნელების საწინააღმდეგო საშუალება შეერიათ. მამაკაცი და მისი მშობლები მოწამვლის სიმპტომებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამომძიებლები აცხადებენ, რომ ორივე ქალი შემდეგ სახლიდან გავიდა და თან წაიღო საქორწილო ცერემონიაზე მიღებული ფული და ძვირფასი ნივთები. ისინი იმავე დღეს დააკავეს მეზობელ დჰულეს რაიონში, სოფელ ნიმგულთან ახლოს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, პატარძალი სხვა შტატიდან ბროკერის მეშვეობით ჩამოიყვანეს და საქმროს ოჯახმა ქორწილის ორგანიზებისთვის დაახლოებით 250,000 რუპია - დაახლოებით 2,800 დოლარი მიმდინარე კურსით - გადაიხადა.

✕