CNN: პენტაგონმა თეთრ სახლს უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ რაკეტების მიწოდებაზე მწვანე შუქი აუნთო - საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება პრეზიდენტ დონალდ ტრამპზეა დამოკიდებული

საფ

პენტაგონმა თეთრ სახლს უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ რაკეტების მიწოდებაზე მწვანე შუქი აუნთო მას შემდეგ, რაც შეაფასა, რომ ეს უარყოფითად არ იმოქმედებდა აშშ-ის მარაგებზე. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ამგვარად, საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება პრეზიდენტ დონალდ ტრამპზეა დამოკიდებული“, - ნათქვამია სტატიაში.

ტრამპმა მიმდინარე თვის დასაწყისში, თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ურჩევნია, რაკეტები უკრაინას არ მიაწოდოს, რადგან „არ გვინდა, გავცეთ ისეთი რაღაცები, რაც ჩვენი ქვეყნის დასაცავად გვჭირდება“.