CNN-ის დამფუძნებელი, ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

ტედ ტერნერი

ამერიკული ტელეკომპანია CNN-ის დამფუძნებელი, ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა - ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში.

„ტედ ტერნერი, მედიასფეროს გამოჩენილი მოღვაწე და ფილანთროპი, რომელმაც CNN დააფუძნა, გარდაიცვალა. ის 87 წლის იყო“, - აღნიშნულია არხის ვებგვერდზე.

2018 წელს ტერნერმა განაცხადა, რომ მას დაუდგინეს ლევის სხეულაკების დემენცია - ტვინის პროგრესირებადი დაავადება.

2025 წლის დასაწყისში მედიამაგნატი პნევმონიის მსუბუქი ფორმით იქნა ჰოსპიტალიზებული, თუმცა სარეაბილიტაციო ცენტრში მკურნალობის შემდეგ იგი გამოჯანმრთელდა.

ტერნერს დარჩა ხუთი შვილი, თოთხმეტი შვილიშვილი და ორი შვილთაშვილი.

CNN Worldwide-ის თავმჯდომარემ და გენერალურმა დირექტორმა, მარკ ტომპსონმა ტერნერს უწოდა საკუთარი საქმისადმი უკიდურესად ერთგული, თავდადებული და უშიშარი ლიდერი.