დღეიდან ბაღებში ახალი სისტემა ამოქმედდება
1768436070
აშშ-მა ვენესუელური ნავთობის გაყიდვა ოფიციალურად დაიწყო,- ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა 500 მილიონი დოლარის ღირებულების ვენესუელური ნავთობის პირველი პარტიის გაყიდვა დაასრულა. გავრცელებული ცნობით, ნავთობის დამატებითი გაყიდვები უახლოეს დღეებსა და კვირებშია მოსალოდნელი.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვენესუელის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დასაკავებლად ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შემდეგ განაცხადა, რომ ის ქვეყნის ნავთობის უზარმაზარი რეზერვების გამოყენებას გეგმავდა და აშშ ვენესუელური ნავთობის გაყიდვებს განუსაზღვრელი ვადით გააკონტროლებდა.