1759260719
ჩვენ უნდა აღვადგინოთ ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის იმედი, უსაფრთხო და დაცული ისრაელი პალესტინის სახელმწიფოს გვერდით - კირ სტარმერი

ჩვენ უნდა აღვადგინოთ ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის იმედი, უსაფრთხო და დაცული ისრაელი პალესტინის სახელმწიფოს გვერდით, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა ლივერპულში, ლეიბორისტული პარტიის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც სტარმერმა აღნიშნა, დიდი ბრიტანეთი აშშ-ის მიერ წარმოდგენილ ღაზის სამშვიდობო გეგმას მიესალმება.
„მივესალმები აშშ-ის ახალ ინიციატივას ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების შესახებ. მტკიცედ ვუჭერ მხარს ბრძოლის დასრულებას, ყველა მძევლის გათავისუფლებასა და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის მცდელობებს. ყველა მხარე ახლა უნდა გაერთიანდეს, რათა ეს ინიციატივა რეალობად იქცეს. ჩვენ უნდა აღვადგინოთ ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის იმედი, უსაფრთხო და დაცული ისრაელი პალესტინის სახელმწიფოს გვერდით“, – განაცხადა სტარმერმა.