ჩვენ ახალ ეტაპზე გადავინაცვლეთ, რომელიც მიმდინარე ოპერაციის მიღწევებს ეფუძნება - ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი

ეიალ ზამირი

ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი ეიალ ზამირი აცხადებს, რომ „ფენომენალური შედეგების მიუხედავად, მიღწეული წარმატებით კმაყოფილების დრო არ არის“.

ეიალ ზამირის თქმით, წინ კიდევ ბევრი გამოწვევაა, რის გამოც ისრაელის მხარე  კონცენტრირებული უნდა იყოს.

„ჩვენ მნიშვნელოვანი თავი დავასრულეთ, მაგრამ კამპანია ირანის წინააღმდეგ დასრულებული არ არის. ჩვენ ახალ ეტაპზე გადავინაცვლეთ, რომელიც მიმდინარე ოპერაციის მიღწევებს ეფუძნება. ჩვენ ირანის ბირთვული პროექტი წლებით უკან დავხიეთ, იგივე ეხება მის სარაკეტო პროგრამასაც“, – აცხადებს ზამირი.

ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსის განცხადებით, ახლა ყურადღება ისევ ღაზაში მიმდინარე მოვლენებისკენ იქნება მიმართული მძევლების სახლში დაბრუნების მიზნით.