1790255236
ჩინეთში კაცმა დაქირავებულ საცოლეს ყალბი ქორწილის შემდეგ ჰონორარი არ გადაუხადა
ჩინეთში კაცმა ყალბი ქორწილი საჩუქრების გამო მოაწყო. ამის შესახებ AsiaOne-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, კაცს, რომლის სახელიც არ საჯაროვდება, საკუთარი ბიზნესის წამოსაწყებად თანხა სჭირდებოდა, ამიტომ მან ყალბი ქორწილის მოწყობა გადაწყვიტა, იმ იმედით, რომ ახლობლები ფულს აჩუქებდნენ.
ამისთვის მან „მეგობრების დაქირავების“ სააგენტოს თანამშრომელ სიაო ლის მიმართა. ქალი 6 დღის განმავლობაში თავს მის საცოლედ ასაღებდა. თითო დღეში „საქმროს“ მისთვის $100 დოლარი უნდა გადაეხადა.
ქორწილის დღეს ახლობლებმა წყვილს $8 000 დოლარზე მეტი აჩუქეს, რომელიც გარიგების თანახმა „ქმარმა“ აიღო. მაგრამ ქორწილის შემდეგ მან ლი სოციალურ ქსელებში დაბლოკა, მის ზარებს არ პასუხობს და კუთვნილი ჰონორარიც არ გადაუხადა.
ქალმა მომხდარის შესახებ ჟურნალისტებს უამბო და იურისტებს მიმართა, მაგრამ მათი თქმით, ის რთულ მდგომარეობაშია, რადგან ლის და მისი „ქმრის“ გარიგება იურიდიულად დამოწმებული არ იყო.












