ჩინეთში ძაღლებისთვის ფიტნეს-კლუბს გახსნიან

ძაღლბი

შანხაიში ძაღლებისთვის ფიტნეს-ცენტრი გაიხსნება. South China Morning Post-ის ცნობით, კლუბში განთავსდება სავარჯიშო დარბაზი, აუზი, სარეაბილიტაციო და მასაჟის კაბინეტები. ცენტრში ასევე იმუშავებს ზოომაღაზია.

დარბაზში იმუშავებენ პროფესიონალი მწვრთნელები, რომლებიც თითოეული ძაღლის საჭიროებების გათვალისწინებით ვარჯიშის ინდივიდუალურ გეგმას შეადგენენ. ვაკანსიების გამოცხადებისას აღნიშნულია იყო, რომ უპირატესობა მიენიჭებათ ვეტერინარული განათლების მქონე კანდიდატებს.

პროექტის მიზანია ძაღლების აქტივობის შენარჩუნება და მათში მოძრაობის უკმარისობასთან დაკავშირებული დაავადებების პრევენცია.