ჩინეთში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი მიმდინარეობს

ჩინეთში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი მიმდინარეობს

შენჭენში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი მიმდინარეობს.

სამიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა.

„ღია თანამშრომლობა აზია-წყნარი ოკეანის განვითარებისა და აღორძინების უცილობელი გზაა. ჩვენ თანდათან უნდა გავაღრმაოთ ეკონომიკური ინტეგრაცია და შევქმნათ თანამშრომლობის ისეთი მოდელი, რომელიც ღიაა და აერთიანებს, და არა – გამორიცხავს ან ყოფს“, – აღნიშნა ჩინეთის პრეზიდენტმა სამიტზე საუბრისას.

სამიტს ესწრება აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ასევე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. სამიტის ფარგლებში დაგეგმილია აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა.

სამიტზე სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპმა სამმხრივ შეხვედრას „ისტორიული“ უწოდა და აღნიშნა, რომ მას მოუთმენლად ელოდება.

ვლადიმერ პუტინმა კი რეგიონთან ვაჭრობის ზრდაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთი ამ რეგიონის განუყოფელი ნაწილია.

„ჩვენ რეგიონის განუყოფელი ნაწილი ვართ და მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს მის ეკონომიკურ კეთილდღეობაში. რუსეთი რეგიონს ენერგიას, მარცვლეულის დიდ მოცულობასა და მინერალურ სასუქებს აწვდის. ამით ჩვენ მნიშვნელოვნად ვუჭერთ მხარს რეგიონის ენერგო და სასურსათო უსაფრთხოებას. ჩვენს სავაჭრო პარტნიორებს ყოველთვის შეუძლიათ, დაეყრდნონ ჩვენი მიწოდების საიმედოობას, მაღალ ხარისხსა და სტაბილურობას“, – აღნიშნა პუტინმა.

✕