რა არ უნდა განათავსოთ ხატებთან ერთად და როგორ უნდა მოაწყოთ სიწმინდეების კუთხე
1747857127
ჩინეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაცია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა Facebook-ზე გაავრცელა. მან ასევე სი ძინპინისა და ემანუელ მაკრონის საუბრის თემებიც გაამხილა.
„პრეზიდენტმა სიმ აღნიშნა, რომ გასული წლის მაისში საფრანგეთში მისი ვიზიტის შემდეგ, ჩინეთ-საფრანგეთის თანამშრომლობამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. ორ ქვეყანას შორის საჭიროა სტრატეგიული კომუნიკაციის გაღრმავება, კონსენსუსის მიღწევა და არსებული შესაძლებლობების გამოყენება საინვესტიციო, ავიაციის, კოსმოსის, ბირთვული ენერგეტიკისა და სხვა ტრადიციულ სფეროებში თანამშრომლობის გასაფართოებლად, ასევე თანამშრომლობის გაღრმავება ახალ სფეროებში, როგორებიცაა: ციფრული სექტორი, მწვანე განვითარება, ბიოფარმაცევტიკა და ვერცხლის ეკონომიკა. ასევე მნიშვნელოვანია ხალხთაშორისი ურთიერთობების გაძლიერება, რათა გაღრმავდეს მეგობრობა ორ ერს შორის.
ჩინეთმა და საფრანგეთმა, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრებმა, დამოუკიდებელმა დიდმა სახელმწიფოებმა და ომისშემდგომი საერთაშორისო წესრიგის დამფუძნებლებმა და მშენებლებმა, უნდა გაძლიერონო სოლიდარობა და თანამშრომლობა. მათი მიზანი უნდა იყოს გაეროს ავტორიტეტისა და პოზიციების დაცვა, საერთაშორისო სავაჭრო წესებისა და მსოფლიო ეკონომიკური წესრიგის დაცვა და ნამდვილი მულტილატერალიზმის ხელშეწყობა.
ჩინეთი ყოველთვის აღიქვამს ევროპას, როგორც დამოუკიდებელ ძალას მრავალპოლარულ სამყაროში და მხარს უჭერს ევროკავშირის მიერ მეტი სტრატეგიული ავტონომიის მიღწევას. ჩინეთი მზადაა ევროკავშირთან ერთად იმუშაოს გლობალური გამოწვევების დასაძლევად და საერთო სარგებელზე ორიენტირებული შედეგების მისაღწევად“, - აღნიშნულია განცხადებაში.