1747943662
ვეტერანთა შორის ევროპის ჩემპიონატზე ალექსი დავითაშვილმა და ბადრი ბედიანაშვილმა ოქროს მედლები მოიპოვეს

ლატვიის დედაქალაქ რიგაში მიმდინარე ვეტერან ძიუდოისტთა შორის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ხუთმა წევრმა მედლის მოპოვება შეძლო.
ევროპის ჩემპიონები ალექსი დავითაშვილი და ბადრი ბედიანაშვილი გახდნენ, ვერცხლის მედლებს კი გიგლა წიფიანი, ვანო გიგილაშვილი და მერაბ კუპატაძე დაეუფლნენ.