ჩინელი მეგობრების გადაწყვეტილება რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ, გააფართოებს ჩვენს შორის კონტაქტებს - პუტინი

ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის უვიზო მიმოსვლა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს გააძლიერებს. ამის შესახებ პუტინმა კრემლში ჩინეთის პრემიერ-მინისტრთან, ლი ციანთან შეხვედრაზე ისაუბრა.

„ჩინელი მეგობრების გადაწყვეტილება, რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ, გააფართოებს ჩვენ შორის კონტაქტებს. მადლიერი ვართ კეთილი ნების ამ ჟესტისთვის და მალე განვახორციელებთ საპასუხო ღონისძიებებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის, რომლებიც რუსეთს სტუმრობენ. დარწმუნებული ვარ, რომ ამას დიდი გავლენა ექნება ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ კავშირებზე“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

ცნობისთვის, ჩინეთმა სექტემბერში განაცხადა, რომ საცდელ რეჟიმში დაიწყებდა უვიზო მიმოსვლას რუსული  პასპორტის მფლობელებისთვის. უვიზო რეჟიმი ერთი წლის ვადით ამოქმედდა 15 სექტემბრიდან, ჩინეთში 30-დღიანი ყოფნის ვადით.