1772562813
ჩერნობილის ტრაგედიიდან 40 წელი გავიდა
40 წელი ჩერნობილის ტრაგედიიდან - უკრაინაში ქალაქ სლავუტიჩში დაღუპულთა პატივსაცემად, სამგლოვიარო ცერემონია გაიმართა. დემონსტრაციის მონაწილეები, სიმბოლურად, თეთრ სპეცტანსაცმელში იყვნენ გამოწყობილები. ერთმა მამაკაცმა ზარი დარეკა, დემონსტრაციის მონაწილეებმა კი ადგილზე ყვავილები მიიტანეს და სანთლები აანთეს.











