4 წლის გალა გასვიანის ვიდეო სოციალურ ქსელს იპყრობს - როგორ გააოცა პატარა გენიოსმა მაყურებელი
1767981989
ძლიერი ემოციური კავშირი საყვარელ ადამიანთან, მეგობართან ან თუნდაც შინაურ ცხოველთან ხელს უწყობს განწყობის გაუმჯობესებას – როგორი რთულიც არ უნდა იყოს სამუშაო კვირა ან რამდენი წარუმატებლობაც არ უნდა გვქონდეს. თუმცა, როგორც გერმანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, ჩახუტება არა მხოლოდ ემოციურად გვეხმარება, არამედ პირდაპირი მნიშვნელობითაც კურნავს – ის ჭრილობების შეხორცებას აჩქარებს. კვლევაში მონაწილეობდა 80 წყვილი, რომელთა ურთიერთობაც მინიმუმ ერთ წელს ითვლიდა.
მკვლევრებმა ყველა მოხალისეს მცირე და უვნებელი ჭრილობები მიაყენეს და მათ მდგომარეობას ერთი კვირის განმავლობაში დააკვირდნენ. პირველი ჯგუფის წყვილებს მეცნიერების მითითებით სთხოვეს, რაც შეიძლება
ხშირად ჩახუტებულიყვნენ. მეორე ჯგუფის მონაწილეებს კი, პირიქით, ჩახუტება ეკრძალებოდათ. კვლევის შედეგები თავად მეცნიერებისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა, პირველ ჯგუფში ჭრილობები თითქმის ორჯერ უფრო სწრაფად შეხორცდა, ვიდრე მეორე ჯგუფში.
ეს მიუთითებს, რომ უბრალო მეგობრული საუბარი ჩახუტების გარეშე იგივე ეფექტს ვერ იძლევა. რეალურ სამკურნალო გავლენას მხოლოდ ფიზიკური სიახლოვე ახდენს, რომელიც ხელს უწყობს ოქსიტოცინის – ე.წ. „ჩახუტების ჰორმონის“ გამოყოფას. მკვლევრების თქმით, ეს დასკვნები ნათლად აჩვენებს, რამდენად მჭიდროდ არის დაკავშირებული ადამიანის ქცევა ჰორმონულ სისტემასთან და რამდენად ძლიერად შეუძლია ამ ურთიერთქმედებას გავლენა მოახდინოს ფიზიკურ ჯანმრთელობაზე იმ ადამიანებში, რომლებიც ახლო ურთიერთობებში იმყოფებიან.