CBS News: საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე 18 ნოემბერს აშშ-ში ჩავა და ტრამპთან მოლაპარაკებებს გამართვას

საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე

საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე მუჰამედ ბინ სალმანი 18 ნოემბერს ვაშინგტონში ჩავა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან შეხვედრას გამართავს. ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს.

როგორც მედია აღნიშნავს, ეს საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრის პირველი ვიზიტი იქნება მას შემდეგ, რაც ტრამპმა თეთრი სახლი მეორე ვადით დაიკავა.

საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე უკანასკნელად აშშ-ს შვიდი წლის წინ სტუმრობდა, თუმცა მიმდინარე წლის მაისში ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს ახლო აღმოსავლეთში ტრამპის ტურნეს დროს შეხვდა.

როგორც CBS News-ი იუწყება, ნოემბერში, სავარაუდოდ, მხარეები მაისში დადებულ ხელშეკრულებებს და სამხედრო და სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის საკითხებს განიხილავენ.

საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე და ტრამპი თეთრ სახლში ხელმოწერის ცერემონიასაც გამართავენ, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ რას მოაწერენ ხელს.