1787929966
ბულგარეთის საზღვაო ძალებმა შავ ზღვაში, წმინდა ივანეს კუნძულთან ახლოს უცნობი დრონი გაანეიტრალეს
ბულგარეთის საზღვაო ძალებმა შავ ზღვაში, წმინდა ივანეს კუნძულთან ახლოს უცნობი დრონი გაანეიტრალეს.
ბულგარეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სპეციალიზებულმა საზღვაო სამუშაო ჯგუფმა უპილოტო საფრენი აპარატი (UAV) აღმოაჩინეს და მისი განადგურების ოპერაცია წარმატებით განახორციელეს.
ჯერჯერობით უცნობია, რომელ ქვეყანას ეკუთვნოდა საფრენი აპარატი.
ცნობისთვის, ბოლო პერიოდში ბულგარეთის სანაპიროსთან ახლოს დრონების აღმოჩენის შემთხვევები გახშირდა.
14 აგვისტოს ბულგარეთის შავი ზღვის სანაპიროზე სამ ადგილას საეჭვო ობიექტები აღმოაჩინეს: თვითმფრინავის ტიპის დრონი, სავარაუდოდ, სადაზვერვო თვითმფრინავი და, შესაძლოა, დრონის ნამსხვრევები.
ამასთან, 26 აგვისტოს ბულგარეთის საზღვაო ძალებმა შავი ზღვის სანაპიროზე რამდენიმე დრონის ნამსხვრევები იპოვეს.











