რისი გაკეთება არ შეიძლება წითელ პარასკევს
1775764780
ბრიუსელი მილიარდებს ითხოვს უკრაინისთვის. ნუთუ ბიუროკრატები გაგიჟდნენ? ჩვენ არ გადავიხდით იმ ომისთვის, რომელიც ჩვენი არ არის, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
როგორც ორბანი წერს, უნგრეთი თავის ფულს უკრაინას არ მისცემს.
„ბრიუსელი მილიარდებს ითხოვს უკრაინისთვის. ჩვენი ფულით დაფინანსებული სესხები, რომლებიც არასდროს დაბრუნდება. ნუთუ ბიუროკრატები გაგიჟდნენ? ჩვენ არ გადავიხდით იმ ომისთვის, რომელიც ჩვენი არ არის. ჩვენს შვილებს, ჩვენს ვაჟებს, ჩვენს იარაღს ან ჩვენს ფულს უკრაინას არ მივცემთ. არც ახლა, არც არასდროს“, – წერს ვიქტორ ორბანი.