ანდრაშ ლასლო: უნგრეთში გვაქვს სრულიად განსხვავებული მონაცემები, რომელთაც საერთაშორისო მედიის დიდი ნაწილი არ აშუქებს. უკვე ქმნიან გარკვეულ ნარატივს, გამოკითხვების საშუალებით აყალიბებენ მოლოდინს, თითქოს ოპონენტები გაიმარჯვებენ

ანდრაშ ლასლო

უნგრეთში გვაქვს სრულიად განსხვავებული მონაცემები, რომელთაც საერთაშორისო მედიის დიდი ნაწილი არ აშუქებს. ისინი უკვე ქმნიან გარკვეულ ნარატივს, ამ გამოკითხვების საშუალებით აყალიბებენ მოლოდინს, თითქოს ჩვენი ოპონენტები გაიმარჯვებენ, რათა არჩევნების შემდეგ მოახდინონ უნგრეთის დესტაბილიზაცია, - განაცხადა უნგრელმა ევროპარლამენტარმა, ანდრაშ ლასლომ უნგრეთში საარჩევნო პროცესებსა და არსებულ სიტუაციაზე საუბრისას.

მისივე თქმით, ისინი არ დავუშვებენ და წინააღმდეგობას გაუწევენ ნებისმიერ ჩარევას. ლასლო მიიჩნევს, რომ 2024 წელს საქართველოში მსგავსი სიტუაცია იყო - ეგზიტპოლები სრულიად განსხვავებულ შედეგებს აჩვენებდნენ.

„ორ დღეში უნგრეთში ძალიან კონკურენტული არჩევნები გაიმართება და მთელი ევროპა ყურადღებით აკვირდება ამ პროცესს,
რადგან უნგრეთში გვაქვს ყველაზე კონსერვატიული მთავრობა მთელ ევროპაში. ეს არ მოსწონთ ბრიუსელში. მათ სურთ უნგრეთში ისეთი მთავრობა, რომელიც ითანამშრომლებს უკრაინის ომის საკითხში, რომელიც გააგზავნის ფულსა და იარაღს უკრაინაში, რომელიც დაუშვებს არალეგალურ მიგრანტებს უნგრეთში, და რომელიც მხარს დაუჭერს გენდერულ იდეოლოგიას, რაც ევროკავშირის მეინსტრიმის ნაწილია. რა თქმა უნდა, ისინი ელოდებიან, რომ ჩვენი ოპონენტები თუ არჩევნებში გაიმარჯვებენ არ დაუპირისპირდებიან ბრიუსელს და არ დაიცავენ უნგრეთის ინტერესებს.

წელს ასევე ვნახეთ უპრეცედენტო უცხოური ჩარევა ჩვენს არჩევნებში. ევროკავშირმა დაბლოკა 17 მილიარდი ევრო, რომელიც განკუთვნილი იყო უნგრეთის განვითარებისთვის, ეს თანხა დაბლოკეს პოლიტიკური მიზეზებით. ამით ისინი ცდილობენ, უნგრელი ხალხი მთავრობის წინააღმდეგ განაწყონ. მათ ასევე დაგვაკისრეს 200 მილიონი ევროს ჯარიმა და დამატებით მილიონი ევრო დღეში, იმის გამო, რომ არ ვუშვებთ არალეგალურ მიგრანტებს ქვეყანაში.

ისინი გვაჯარიმებენ იმიტომ, რომ ვიცავთ ჩვენს საზღვრებს. ასევე ცდილობენ უნგრელი სტუდენტების ჩვენს წინააღმდეგ განწყობას, რადგან ბევრს აუკრძალეს მონაწილეობა ერაზმუსით გაცვლით პროგრამაში. მილიონობით ევროთი დააფინანსეს მემარცხენე მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური აქტივისტები. ეს ორგანიზაციები ადრე ფინანსდებოდნენ USAID-ისა და NED-ის მიერ. თუმცა, აშშ-ში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ეს პროგრამები შეწყდა. მაგრამ ახლა ევროკავშირი თავად აფინანსებს ამ ქსელებს. იანვრის ბოლოს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეაჩერა ნედლი ნავთობის მიწოდება უნგრეთისთვის. ქაოსის შესაქმნელად, შიშის გასავრცელებლად და ენერგიის ფასების ზრდისთვის.

არჩევნების წინ ვნახეთ ამომრჩევლებზე მანიპულაცია, რაც ხდებოდა გამოკითხვებისა და მედიის მეშვეობით. ჩვენ ვნახეთ სრულიად რადიკალურად განსხვავებული სოციოლოგიური მონაცემები, თუ როგორი შეიძლება იყოს არჩევნების შედეგი. დღეს საერთაშორისო მედიას შეხედავთ, ნახავთ გამოკითხვებს, რომლებიც აჩვენებს, რომ ჩვენი ოპონენტები დიდი უპირატესობით გაიმარჯვებენ. თუმცა, უნგრეთში გვაქვს სრულიად განსხვავებული მონაცემები, რომელთაც საერთაშორისო მედიის დიდი ნაწილი არ აშუქებს. ისინი უკვე ქმნიან გარკვეულ ნარატივს, ამ გამოკითხვების საშუალებით აყალიბებენ მოლოდინს, თითქოს ჩვენი ოპონენტები გაიმარჯვებენ, რათა არჩევნების შემდეგ მოახდინონ უნგრეთის დესტაბილიზაცია. ჩვენ ამას არ დავუშვებთ და წინააღმდეგობას გავუწევთ ნებისმიერ ჩარევას 2024 წელს საქართველოში ძალიან მსგავსი სიტუაცია იყო, თუნდაც ეგზიტპოლები აჩვენებდნენ სრულიად განსხვავებულ შედეგებს“, - აღნიშნა უნგრელმა ევროპარლამენტარმა.

მან ასევე ისაუბრა მის მიერ მომზადებულ ანგარიშზეც, თუ რა ტიპის ჩარევა ხდებოდა უნგრეთის პოლიტიკაში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან.

„ერთი წლის წინ დავინიშნე სამთავრობო კომისრად, რათა გამომეძიებინა, რა ტიპის ჩარევა ხდებოდა უნგრეთის პოლიტიკაში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან. მათ სახელმწიფო სისტემა და ინფრასტრუქტურა გამოიყენეს, როგორც იარაღი, რათა ჩარეულიყვნენ უნგრეთის პოლიტიკაში. ამ თემაზე გამოვაქვეყნე 60-გვერდიანი ანგარიში, რომელიც ნათლად აჩვენებს, განსაკუთრებით გასული წლის გამოცდილებით, რომ როდესაც USAID-ის დაფინანსება შეჩერდა, ჩაერთო ევროპული კავშირი და ევროპული კომისია, რომლებიც ახლა აფინანსებენ იმავე ორგანიზაციებსა და მედიას, რომლებიც ადრე ფინანსდებოდა ამერიკული მემარცხენე ძალების მიერ.

ამიტომ ვხედავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სერიოზული დარტყმა მიაყენა ამ კორუფციულ, გლობალისტურ ქსელს, ახლა ევროკავშირი ცდილობს მის მხარდაჭერას. ჩვენ ამაზე აქტიურად ვსაუბრობთ, რათა გავზარდოთ ცნობიერება უნგრელებში, რომ ეს არის მანიპულაცია“, - ანდრაშ ლასლომ.

უნგრელი ევროპარლამენტარი ანდრაშ ლასლო აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უნგრეთის შიდა საქმეებში ჩარევის შესახებ 60-გვერდიან ანგარიშს აქვეყნებს.