ბრიტანეთში მიგრაციის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა აქციებზე 15 ადამიანი დააკავეს

ბრიტანეთი

 დიდი ბრიტანეთის რამდენიმე ქალაქში მიგრანტთა საცხოვრებელ სასტუმროებთან გამართულ აქციებსა და კონტრაქციებზე 15 ადამიანი დააკავეს.

პოლიციის ცნობით, ზოგიერთ ადგილზე მომიტინგეთა შორის დაპირისპირება მოხდა. ლონდონში, გამართულ აქციაზე პოლიციამ ცხრა ადამიანი დააკავა, მათგან შვიდი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის. ნიუკასლში დაკავებულია ოთხი ადამიანი.

მანჩესტერში მიგრანტების საწინააღმდეგო მარშში 1 500 ადამიანი მონაწილეობდა. დააკავეს ორი ადამიანი.