ბრიტანეთის სიდიდით მეორე ქალაქს, ბირმინგემს პაკისტანური წარმოშობის, მუსლიმი მერი ჰყავს

ბირმინგემის მერი

რატომ ატარებს ბრიტანეთის მეორე ქალაქის მუსლიმი მერი ჯაჭვიან მოსასხამსა და ბუმბულიან ქუდს? განმარტავს მოდის ისტორიკოსი.
ბრიტანეთის სიდიდით მეორე, ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქალაქ ბირმინგემს ჰყავს პირველი მუსლიმი მერი, პაკისტანური წარმოშობის ზაკირ ჩაუდჰრი. ცერემონიაზე ის ლორდ-მერის ტრადიციულ საზეიმო სამოსში გამოჩნდა, რამაც საზოგადოების ინტერესი გამოიწვია სამოსის სიმბოლიკის მიმართ.

მოდის ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს არ არის მოდის საკითხი, არამედ ქალაქის რეგალიის საკითხია, რომელიც აღნიშნავს თანამდებობას და არა - ადამიანის პირად სტატუსს.
ეს არ არის ისტორიული კოსტიუმის ან თეატრალური სამოსის რეკონსტრუქცია, არამედ ქალაქის რეგალიები - თანამდებობის ვიზუალური ნიშნები. ბრიტანულ სისტემაში ეს მხოლოდ ქალაქის ლორდ-მერისთვისაა განკუთვნილი. ბირმინგემში ეს თანამდებობა 1896 წლიდან არსებობს. ის საზეიმო, არაპარტიული და არააღმასრულებელი ორგანოა: ლორდ-მერი ქალაქის „პირველ მოქალაქედ“ ითვლება, წარმოადგენს ქალაქს და თავმჯდომარეობს საბჭოს სხდომებს. მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ჩაცმულობაში არ წერია „მე მდიდარი/მნიშვნელოვანი ვარ“, არამედ „მე ახლა ქალაქს, როგორც ინსტიტუტს, განვასახიერებ“.
ექსპერტმა მერის რეგალიები შეადარა სასამართლო მანტიებს, უნივერსიტეტის მანტიებს, სამხედრო ფორმებს, სადაც ინდივიდი უკანა პლანზე გადადის, ხოლო ინსტიტუტი და ტრადიცია ცენტრალურ ადგილს იკავებს. ბირმინგემში, როგორც დაკონკრეტებულია, რეგალიები ფორმალობის დონის მიხედვით იყოფა. სრული მანტია და ჯაჭვი ყველაზე ფორმალური ცერემონიებისთვის ეცვათ, მათ შორის ოფიციალური მიღებების, სამეფო ვიზიტებისა და ქალაქის ფესტივალებისთვის.

თანამდებობის ჯაჭვის ტარება ასევე შესაძლებელია დამოუკიდებლად - ნაკლებად ფორმალურ შეხვედრებზე, საჯარო ღონისძიებებზე ან სესიებზე. ექსპერტის თქმით, ასეთი ელემენტები არ არის დეკორატიული, არამედ მკაცრად ფუნქციონალურია ქალაქის მმართველობის რიტუალის ფარგლებში.

თანამედროვე ბრიტანეთში ასეთი ელემენტები შენარჩუნებულია, როგორც უწყვეტობისა და საზოგადოებრივი რიტუალის ფორმა. უძველეს რეგალიებს ახლა სხვადასხვა ეროვნებისა და რწმენის ადამიანები იყენებენ. მისი თქმით, მუსლიმი მერის დანიშვნა აჩვენებს, თუ როგორ იწყებს ტრადიციული ჩაცმულობა ქალაქის თანამედროვე, მრავალეთნიკური რეალობის ასახვას და ამავდროულად ძალაუფლების ისტორიულ სიმბოლიზმს ინარჩუნებს.

„ბირმინგემის მერი პაკისტანური წარმოშობისაა. ამიტომ, ძველი ბრიტანული სამოსი იწყებს ფუნქციონირებას არა მხოლოდ იმპერიული ან არისტოკრატული უწყვეტობის ნიშნად, არამედ თანამედროვე, მრავალეთნიკური ქალაქის მიერ ძველი საზეიმო ფორმის სიმბოლოდ.