ექსპერტმა დაასახელა 4 „აკრძალული ფრაზა“, რომელიც მანქანის ყიდვისას არ უნდა თქვათ
1757190228
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა მთავრობაში გადაადგილებები განახორციელა. BBC-ს ცნობით, ეს პრემიერის მოადგილის, ანჯელა რეინერის გადადგომამ გამოიწვია, რომელიც პოლიტიკურ სკანდალს გაეხვა. კერძოდ, რეინერი ბინის შეძენისას გადასახადების ბოლომდე არგადახდაში დაადანაშაულეს. მან თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა, რის შემდეგაც, მისი თანამდებობა ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ლემიმ დაიკავა.
ამ თანამდებობას ლემი იუსტიციის მინისტრის პოსტსაც შეუთავსებს. იუსტიციის ყოფილი მინისტრი, პაკისტანური წარმოშობის შაბანა მაჰმუდი შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს დაიკავებს - ეს თანამდებობა ასევე ვაკანტური გახდა, რადგან მისი ყოფილი მფლობელი ივეტ კუპერი ლემის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ჩაანაცვლებს.
ამის შემდეგ სოციალურ ქსელებში გავრცელდა მაჰმუდის ფოტო, რომელიც მან X-ზე 2014 წელს გამოაქვეყნა - მასზე მაჰმუდის პალესტინის მხარდამჭერ აქციაზეა გამოსახული.