1758053825
ბრიტანეთის პოლიციამ რუსული სადაზვერვო სამსახურების ხელშეწყობაში ეჭვმიტანილი სამი პირი დააკავა

ბრიტანეთის პოლიციამ უცხოური სადაზვერვო სამსახურს ხელშეწყობაში ეჭვმიტანილი სამი ადამიანი დააკავა.
ლონდონის პოლიციაში აცხადებენ, რომ გამოძიება რუსეთს უკავშირდება. დაკავებულებს შორის ორი მამაკაცი და ერთი ქალია. ისინი ესექსში დააკავეს და ეროვნული უსაფრთხოების აქტის დარღვევაში ადანაშაულებენ.
ლონდონს არაერთხელ დაუდანაშაულებია რუსეთი ბრიტანეთში და ევროპაში ჯაშუშურ საქმიანობასა და დივერსიულ საქმიანობაში. კრემლი ბრალდებებს უარყოფს.
ივლისში ბრიტანეთში სამი მამაკაცი დამნაშავედ ცნეს ლონდონში უკრაინასთან დაკავშირებული ბიზნესობიექტებისთვის ცეცხლის წაკიდებაში. ბრიტანეთის ხელისუფლების ცნობით, აღნიშნული ქმედებები რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მითითებით ხორციელდებოდა. მარტში კი კრემლის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის ბულგარელების ჯგუფი გაასამართლეს.