სიახლე, რომელიც 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება
1757965444
ლონდონში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ვიზიტთან დაკავშირებით, უსაფრთხოების ზომების გადახედვა გადაწყვიტეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
დიდი ბრიტანეთის პოლიციისა და საიდუმლო სამსახურის ინიციატივა, კონსერვატორი აქტივისტისა და ტრამპის აქტიური მხარდამჭერის, ჩარლი კირკის მკვლელობას უკავშირდება.
ლონდონის პოლიციაში განაცხადეს, რომ უსაფრთხოების გეგმა ყველა შესაძლო სცენარისთვის არის შემუშავებული.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი ლონდონს სახელმწიფო ვიზიტით დღეს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში მას ჯერ დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამე მიიღებს, ხოლო შემდეგ ის პრემიერ-მინისტრს კირ სტარმერს შეხვდება.