ბრიტანეთის ერთ-ერთ ქალაქში საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა - დიდი ორმოს წარმოქმნის შედეგად, არხი სრულად დაშრა

ბრიტანეთის ერთ-ერთ ქალაქში საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა

დიდ ბრიტანეთში, შროპშირში არხის ქვეშ წარმოქმნილი უზარმაზარი ორმოს გაჩენის შემდეგ, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

არხის ქვეშ დაახლოებით 50 მეტრის ზომის ჩაღრმავების წარმოქმნის შემდეგ, წყალი დაშრა და ნავეში ფსკერზე აღმოჩნდა, საიდანაც სულ მცირე ათი ადამიანი გადაარჩინეს.

მედიის ცნობით, წყლის დაშრობის შემდეგ, ორი ნავი არხის ფსკერზე წარმოქმნილ ორმოში ჩავარდა და ამ დრომდე იქ რჩება.

მაშველები მაცხოვრებლებს მოუწოდებენ, თავი აარიდონ ტერიტორიას, სანამ საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურები ადგილზე მუშაობდნენ.