ბრიტანელმა ქალმა პლასტიკურ ოპერაციებში 30 000 £ დახარჯა იმისთვის, რომ ბარბის დამსგავსებოდა

ბარბი

ბრიტანელმა ქალმა პლასტიკურ ოპერაციებში 30 000 £ დახარჯა იმისთვის, რომ ბარბის დამსგავსებოდა. ინფორმაციას Mirror ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, 26 წლის სკარლეტ გლენდვინმა უამრავი პლასტიკური ოპერაცია ჩაიტარა იმისთვის, რომ გარეგნობა რადიკალურად შეეცვალა და ბარბის თოჯინას დამსგავსებოდა. 

სკარლეტი გაჩერებას არც ამჯერად აპირებს და ამბობს, რომ სამომავლოდ იმიჯში ცვლილებებს კიდევ შეიტანს.