ბრაზილიაში დააკავეს ქალი, რომელიც გარდაცვლილი კაცის ცხედარს ბანკში სესხის გასაფორმებლად ატარებდა

ბრაზილია

ბრაზილიაში დააკავეს ქალი, რომელიც გარდაცვლილი ნათესავის ცხედარს ბანკში ატარებდა სესხის გასაფორმებლად. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

42 წლის ერიკა ვიდეოკამერებმა დააფიქსირა. ვიდეოში ჩანს, როგორ ცდილობდა ქალი ეტლში მჯდომ უმოძრაო კაცს ხელი „მოეწერა“ საბუთებზე.

როგორც აღმოჩნდა, გარდაცვლილი 68 წლის მამაკაცი იყო, ქალმა კი თავი მის დისშვილად და მომვლელად გაასაღა.

 

 

სავარაუდოდ, ის ცდილობდა კაცს „ხელი მოეწერა“ 3,250 აშშ დოლარის ექვივალენტის სესხზე.

გავრცელებულ ვიდეოში ასევე ჩანს, რომ ქალი მას ხელს უჭერს და ესაუბრება, რაღაც მომენტში კი მამაკაცს თავი უკან უვარდება. 

„ხელი მოაწერე, რომ მეტი თავის ტკივილი არ მომაყენო, რეესტრის ოფისში უნდა მივიდე, აღარ შემიძლია“, - ამბობს ვიდეოში ქალი.

პოლიციას ამ შემთხვევის შესახებ მას შემდეგ შეატყობინეს, რაც ბანკის თანამშრომლებს ეჭვი გაუჩნდათ. ერიკი ადგილზე დააკავეს და ბრალი თაღლითობასა და ქურდობაში დასდეს. მას ასევე ბრალი წაუყენეს ცხედრის შეურაცხყოფაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ მამაკაცი იქამდე გარდაცვლილი იყო.