ბოლო ცნობები ტრაგედიის ადგილიდან - ტაილანდის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა, 6 კი დაიღუპა

ტაილანდის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა

ტაილანდის ერთ-ერთ სკოლაში, სროლის შედეგად, 15 ადამიანი დაშავდა, 6 კი დაიღუპა, მათგან ერთი მასწავლებელია. პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი სკოლის მეცხრე კლასის, 14 წლის მოსწავლე იყო.

გავრცელებული ცნობებით, მან სროლის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ტაილანდში ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ კანონმდებლობა მკაცრია და იარაღის უკანონო ფლობა 10-წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ამის მიუხედავად, ბოლო წლებში ქვეყანაში არაერთი თავდასხმა მოხდა.