„მაგარ რაღაცას გასწავლით“ - „ფეხის გაკვანძვის“ მიზეზს გიორგი ღოღობერიძე განმარტავს
1758576068
ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელის ტანკები ქალაქ ღაზის რამდენიმე უბანში შევიდნენ.
როგორც „სიენენი“ წერს, ტელეკომპანიის ჟურნალისტები, რომლებიც ამჟამად ღაზის სექტორში იმყოფებიან, ძლიერი დაბომბვისა და აფეთქებების შესახებ იუწყებიან.
მათივე ცნობით, გეოლოკაციურ სურათებზე ჩანს, რომ ისრაელის ტანკები ამჟამად ქალაქ ღაზის დასავლეთით, ალ-შათის ლტოლვილთა ბანაკის ტერიტორიაზე იმყოფებიან.
ამასთან, ღაზაში დარჩენილი მძევლების ოჯახები აცხადებენ, რომ ოპერაცია მათ კიდევ უფრო დიდ საფრთხეში აყენებს. მათი თქმით, 20-მდე მძევალი სავარაუდოდ ჯერ კიდევ ცოცხალია და შესაძლოა, ისრაელის ოპერაციის დროს დაიღუპონ.
ცნობისთვის, სექტემბრის დასაწყისში ისრაელის სამხედროებმა ქალაქ ღაზის მაცხოვრებლებს და იქიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უბრძანეს, ქალაქი დაეტოვებინათ და სექტორის სამხრეთ ნაწილში გადასულიყვნენ. იმ დროისთვის ქალაქში დაახლოებით მილიონი ადამიანი იმყოფებოდა. ისრაელის სამხედროებმა სამშაბათს „სიენენს“ განუცხადეს, რომ მას შემდეგ ქალაქი ღაზა 640 000-მა ადამიანმა დატოვა. ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, რომ მათი მიზანი დაჯგუფება „ჰამასის“ სრული განადგურებაა.