მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა ნაწილობრივ შეჩერებულია - დეტალები
1782192392
გერმანია ლიეტუვაში 5 ათას ჯარისკაცს აგზავნის, რომლებიც ბელარუსის საზღვართან განთავსდებიან. ინფორმაცია Bild-ი ავრცელებს.
ამრიგად, როგორც გამოცემა წერს, ნატოს მოკავშირეებს აღმოსავლეთ ფლანგის შეკავება და ლიეტუვის, რომელიც ბელარუსს და რუსეთს უშუალოდ ესაზღვრება, თავდაცვისუნარიანობის ამაღლება სურთ.
ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის რობერტას კაუნასის თქმით, გერმანული ბრიგადის განთავსებისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები სწრაფად მიმდინარეობს. მისი განცხადებით, რეგიონში უკვე აქტიურად აშენებენ სამხედრო ინფრასტრუქტურას - სახლებს, სასწავლო ობიექტებს, სკოლებსა და სამედიცინო დაწესებულებებს.
Bild-ის ინფორმაციით, ახლა ლიეტუვაში დაახლოებით 1,8 ათასი გერმანელი სამხედროა, რომლებიც თავდაცვის სცენარებს ამუშავებენ. ერთ-ერთ ყველაზე საკვანძო რაიონს პაბრადე წარმოადგენს, რომელიც ბელარუსის საზღვრიდან 20 კილომეტრში მდებარეობს.