1757269592
BFMTV: გამოკითხული ფრანგების 49% ემანუელ მაკრონის გადადგომას ემხრობა

ფრანგული საზოგადოებრივი აზრის კვლევითი კომპანიის, Toluna Harris Interactive-ის მიერ ჩატარებული ახალი გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა 49% საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გადადგომას მოითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული ტელეკომპანია BFMTV ავრცელებს.
გამოკითხვა ჩატარდა მას შემდეგ, რაც საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ფრანსუა ბაირუმ თავისი მთავრობისადმი ნდობის გამოცხადება მოითხოვა.
გამოკითხვის შედეგების მიხედვით:
49% ემანუელ მაკრონის გადადგომას მოითხოვს.36% ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნას ემხრობა.15% კი პარლამენტის დათხოვნას და ახალი არჩევნების დანიშვნას ისურვებდა.