ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვაშინგტონში მივემგზავრები ერთი მკაფიო მიზნით - უზრუნველვყო ისრაელის უსაფრთხოება

ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრას გამართავს.

ნეთანიაჰუს თქმით, ვაშინგტონში ვიზიტისას მთავარი განხილვის თემა ირანის საკითხი, ისრაელის უსაფრთხოება და რეგიონში მშვიდობის გაფართოება იქნება.

"ვაშინგტონში მივემგზავრები ჩვენს მეგობართან, პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე. ეს ჩემი მერვე შეხვედრაა მასთან მას შემდეგ, რაც იგი მეორე ვადით აირჩიეს პრეზიდენტად - იმაზე მეტი, ვიდრე რომელიმე სხვა საერთაშორისო ლიდერთან. ეს დიდი პრივილეგიაა, თუმცა ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაც.

პრემიერ-მინისტრად მუშაობის ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ამ რთულ დროში ადამიანმა უნდა იმოქმედოს როგორც დიდი სიმტკიცით, ისე დიდი სიბრძნით. განვიხილავთ დღის წესრიგში არსებულ ყველა საკითხს, სადაც პირველ ადგილზე ირანია. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია დავიცვათ ჩვენი უსაფრთხოება და ასევე გავაფართოოთ მშვიდობის წრე ჩვენ გარშემო.

ამ მისიაში მივდივარ ერთი მკაფიო მიზნით - უზრუნველვყო ჩვენი ძვირფასი ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოება, სიძლიერე და მომავალი.

ასევე მივემგზავრები კიდევ ერთი დამატებითი მიზნით: პატივი მივაგო ჩვენს მეგობარს, ჩემს და ისრაელის სახელმწიფოს ნამდვილ მეგობარს - ლინდსი გრემს, რომელიც ყველა დროის ისრაელის ერთ-ერთი უდიდესი მეგობარი იყო. დარწმუნებული ვარ, ამ საკითხშიც მე თქვენ, ისრაელის მოქალაქეებს წარმომადგენთ," - განაცხადა ისრაელის პრემიერმა.