1779737742
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელი გაანადგურებს „ჰეზბოლას“
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ქვეყანა გააძლიერებს იერიშებს ლიბანში მოქმედ „ჰეზბოლაზე“, რათა ის „გაანადგუროს“.
„მე გავეცი ბრძანება ჩვენი ოპერაციების კიდევ უფრო მეტად დაჩქარების შესახებ“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
პრემიერ-მინისტრმა ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ისრაელზე დრონებით თავდასხმაში დაადანაშაულა.
„ჩვენ გავაძლიერებთ დარტყმებს, გავზრდით ძალას და მათ გავანადგურებთ“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.











