„ეს ხილი კიბოს მკვლელია!“ - არუნ ხათრის რეკომენდაცია
1750190083
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. როგორც პრემიერმა სოროკას სამედიცინო ცენტრის მონახულებისას განაცხადა.
„მე გავეცი განკარგულება, რომ ხელშეუხებელი არავინაა. მირჩევნია ქმედებებმა თავად თქვას სათქმელი. ყველა ვარიანტი ღიაა“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
მისივე თქმით, აშშ-ის ჩართულობა ომში „პრეზიდენტ ტრამპის გადასაწყვეტია“.
„ის გააკეთებს იმას, რაც უმჯობესია ამერიკისთვის და მე გავაკეთებ იმას, რაც უმჯობესია ისრაელისთვის“, – აცხადებს ნეთანიაჰუმ და აღნიშნა, რომ ტრამპმა იცის თამაში“.
ასევე, ნეთანიაჰუს აღნიშნავს, რომ ისრაელს შესწევს უნარი, დამოუკიდებლად განახორციელოს მთელი მისია.
„ამ ოპერაციის დასასრულს არ იქნება არავითარი ბირთვული საფრთხე ისრაელისთვის და არ იქნება არავითარი ბალისტიკური საფრთხე“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.