მსოფლიოში, მსგავსი მხოლოდ 5 ოპერაციაა გაკეთებული - ქართველი ქირურგების დიდი წარმატება
1768929729
ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ბარტ დე ვევერმა განაცხადა, რომ რუსული აქტივების პირდაპირი კონფისკაცია საომარი მოქმედების ტოლფასი იქნება და სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს ევროპის ფინანსური სისტემისთვის.
დე ვევერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპა არ იმყოფება ომში რუსეთთან და აქტივების ცალმხრივი მითვისება უპრეცედენტო ნაბიჯი იქნება.
„თქვენ არ შეგიძლიათ უბრალოდ აიღოთ სხვისი ფული. ჩვენ არ ვეომებით რუსეთს. ევროპა არ არის ომში რუსეთთან. ფულის კონფისკაცია ასე მარტივად შეუძლებელია. ეს ომის აქტია. ამის არასათანადოდ შეფასება არ შეიძლება - მსგავსი რამ ისტორიაში არასდროს მომხდარა“, - აღნიშნა ბელგიის მთავრობის მეთაურმა.
მან აღნიშნა, რომ ამის ნაცვლად, ევროპამ აირჩია რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვა, რომელთა უდიდესი ნაწილი ბელგიაში, საფინანსო ინსტიტუტ Euroclear-ში ინახება.
„გაყინული ფულის კონფისკაცია მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი არ მომხდარა. ეს იქნებოდა პირველი შემთხვევა ისტორიაში, რაც მძიმე შედეგებს მოიტანდა ევროპისთვის და შელახავდა ევროზონის ფინანსური სისტემისადმი რწმენასა და ნდობას“, - დასძინა მან.