ბელგია ევროკავშირის პარტნიორებს მოუწოდებს, გაიზიარონ რისკი, თუ მათ სურთ გაყინული რუსული აქტივების გამოყენება უკრაინის დასახმარებლად

დკჯგ

ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ბარტ დე ვევერმა განაცხადა, რომ ევროპელმა პარტნიორებმა უნდა გაიზიარონ გაყინული რუსული აქტივების გამოყენების რისკი.

უკრაინის საბიუჯეტო და სამხედრო საჭიროებები 2026 და 2027 წლებისთვის დაახლოებით 153 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, ხოლო ევროკავშირის აღმასრულებელმა შტომ შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც, რუსეთის გაყინული აქტივები უზრუნველყოფის სახით იქნება გამოყენებული სახსრების მოსაზიდად.

ამ აქტივების ყველაზე დიდი ნაწილი - დაახლოებით 225 მილიარდი დოლარის ღირებულების - ბელგიაში ინახება და ბელგიის მთავრობა ერიდება ამ თანხის გამოყენებას ევროკავშირის სხვა ქვეყნების მხრიდან მტკიცე გარანტიების გარეშე.

„თუ გვინდა, რომ ეს [თანხა] უკრაინას გადავცეთ, ეს ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ. თუ არადა, რუსეთის საპასუხო ზომებმა შეიძლება მხოლოდ ბელგიას დაარტყას. ეს არ არის ძალიან გონივრული“, - აღნიშნა ბელგიის მთავრობის მეთაურმა.

„ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და საპასუხო ზომები შეიძლება ძალიან მძიმე იყოს. მათ შეუძლიათ რუსეთში დააყადაღონ დასავლური ბანკების ყველა სახის თანხები, დააყადაღონ ევროპულ საკუთრებაში არსებული კომპანიები რუსეთში“, - დასძინა მან.