„თუ ეს ნივთი სახლში გაქვთ, გადააგდეთ…“ - გიორგი ღოღობერიძე მიმართვას ავრცელებს
1761929604
                                                                ბაშკირეთში უპილოტო საფრენი აპარატებით ნავთობქიმიურ ქარხანაზე თავდასხმა განხორციელდა. აფეთქება მოხდა ქალაქ სტერლითამაქში მდებარე საწარმოში, რის შედეგადაც ნაწილობრივ ჩამოინგრა წყლის გამწმენდი დანადგარი.
ბაშკირეთის ხელმღვანელის, რადი ხაბიროვის განცხადებით, ქარხანა საშტატო რეჟიმში განაგრძობს მუშაობს, დაშავებულები და დაღუპულები არ არიან.
მისი ცნობით, თავდაცვის სამინისტროს ძალებმა და საწარმოს უსაფრთხპების სამსახურებმა ორივე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
ბაშკირეთის ქალაქი სტერლითამაქი უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 1 500 კილომეტრში მდებარეობს. დრონებით იერიშის საფრთხის გამო ღამით რუსეთში რამდენიმე აეროპორტმა დროებით მუშაობა შეაჩერა. კერძოდ, მუშაობა შეაჩერეს ნიჟნი ნოვგოროდის, ყაზანისა და უფის აეროპორტებმა. ასევე ფრენები შეჩერდა ვოლგოგრადში, ტამბოვში, პენზაში, სარატოვსა და სამარაში. ვოლგოგრადის ოლქის ხელისუფლებამ დრონებით „მასირებული იერიშის“ შესახებ განაცხადა. გუბერნატორის, ანდრეი ბოჩაროვის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატის ნამტვრევების ჩამოვარდნის შედეგად ხანძარი გაჩნდა ელექტროქვესადგურზე.