დაღუპულია ერთი ოჯახის სამი წევრი - „კურიერი P.S.-მა“ მათი ვინაობა ექსკლუზიურად გაარკვია
1760295957
სამხრეთ კაროლინაში, ბარში სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია, სულ მცირე, 20 პირი, მათგან ოთხის მდგომარეობა კრიტიკულია.
ამის შესახებ „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს ინფორმაციას.
მედიის ცნობით, სროლა გამთენიისას, წმინდა ელენეს კუნძულზე მდებარე Willie’s Bar and Grill-ში მოხდა.
„ეს ტრაგიკული და რთული ინციდენტია ყველასთვის. გთხოვთ, მოთმინება გამოიჩინოთ, ვიდრე ამ ინციდენტის გამოძიებას გავაგრძელებთ. ჩვენი ფიქრები ყველა მსხვერპლთან და მათ ახლობლებთანაა“, – აცხადებენ ბოფორტის ოლქის შერიფის ოფისში.