1766497440
ბაიდენის ვაჟმა უკრაინას კორუფციის „გველის ბუდე“ უწოდა
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვაჟმა ჰანთერ ბაიდენმა უკრაინას კორუფციის „გველის ბუდე“ უწოდა. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
ჟურნალისტებთან საუბრის დროს ჰანთერ ბაიდენმა უკრაინის გაზის კომპანია Burisma Holdings-ში მუშაობის პერიოდი გაიხსენა. ის კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი იყო. ჰანთერ ბაიდენმა აღნიშნა, რომ უკრაინაში კორუფციის მაღალი დონეა.
„ძალიან გულუბრყვილო ვიყავი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი გველის ბუდეა უკრაინა. იქ კორუფციის დონე აბსოლუტური, უსაზღვროა“, - განაცხადა უმცროსმა ბაიდენმა.











