კანიე უესტი საქართველოში გადაღებულ კადრებს ავრცელებს
1781557464
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების B-52 ტიპის ბომბდამშენი კალიფორნიაში მდებარე ედვარდსის ავიაბაზიდან აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ავიაბაზა ავრცელებს.
სამაშველო ჯგუფებმა ავარიაზე, რომელიც ადგილობრივი დროით 11:20 საათზე მოხდა, მყისიერი რეაგირება მოახდინეს - ნათქვამია ავიაბაზის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
B-52 ტიპის ბომბდამშენი, რომლის ეკიპაჟიც, როგორც წესი, ხუთი წევრისგან შედგება, ცივი ომის პერიოდიდან მოყოლებული აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ერთ-ერთი მთავარი საყრდენია.
კომპანია Boeing-ის მიერ წარმოებული ეს თვითმფრინავი თავდაპირველად შორ მანძილზე ბირთვული დარტყმებისთვის შეიქმნა, თუმცა წლების განმავლობაში ის აქტიურად გამოიყენებოდა ერაყსა და ავღანეთში მიმდინარე მრავალწლიანი სამხედრო კამპანიების დროს, ახლახან კი - ირანის წინააღმდეგაც.