აზერბაიჯანმა ილჰამ ალიევის დავალებით ირანში ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნა

ალიევი

აზერბაიჯანმა, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის დავალებით, ირანში 30 ტონა ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

აზერბაიჯანის სახელმწიფო რეზერვების სააგენტოს რეზერვების კონტროლის დეპარტამენტის დირექტორის, ემინ ჰასანზადეს განცხადებით, ტვირთი ძირითადად სასურსათო პროდუქციისგან შედგება.

„ჰუმანიტარული დახმარება შედგება ფქვილისგან, ბრინჯის, შაქრის, ჩაის, მედიკამენტებისა და სამედიცინო აღჭურვილობისგან. ავტომობილები უკვე გზაშია“, - განუცხადა ჰასანზადემ აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს.