აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობის შედეგად შეიცვალა არა მხოლოდ ჩვენი რეგიონის, არამედ უფრო ფართო გეოგრაფიის ენერგეტიკული რუკა - ილჰამ ალიევი

ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობის შედეგად შეიცვალა არა მხოლოდ ჩვენი რეგიონის, არამედ უფრო ფართო გეოგრაფიის ენერგეტიკული რუკა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ლაჩინში, აზერბაიჯანის, თურქეთისა და პაკისტანის სამმხრივ სამიტზე გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს აზერბაიჯანისა და თურქეთის გავლით აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი სატრანსპორტო გზებს

„ჩვენმა ქვეყნებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და დღეს დაწყებულია განახლებადი ენერგიის წარმოებისა და ექსპორტის მასშტაბური პროექტები. ამასთან ერთად, სტრატეგიული მნიშვნელობა აქვთ აზერბაიჯანისა და თურქეთის გავლით აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი სატრანსპორტო გზებს“, – აღნიშნა ალიევმა.