პენსიონერებისთვის მნიშვნელოვანი სიახლე ამოქმედდება - დეტალები
1776711480
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი დღეს პაკისტანში ჩავა, რათა ირანთან მოლაპარაკებების მორიგ რაუნდში მიიღოს მონაწილეობა. ინფორმაციას AXIOS-ი სამ ამერიკულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ვენსი პაკისტანში ირანთან ცეცხლის შეწყვეტის ვადის ამოწურვამდე ჩავა. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანს დაბომბვების განახლებით დაემუქრა. მისი თქმით, თუ შეთანხმება მიღწეული არ იქნება, ის ირანის ჰიდროელექტროსადგურებს დაბომბავს.
თუმცა, როგორც AXIOS-ი აღნიშნავს, თუ ტრამპი დაინახავს, რომ მოლაპარაკებებში არის პროგრესი, ის ცეცხლის შეწყვეტის მოქმედების ვადას გააგრძელებს.
ამერიკული მხარე გუშინ მთელი დღე მოლაპარაკებებში მონაწილეობის შესახებ ირანის დასტურს ელოდებოდა.
როგორც წყარო გამოცემას უყვება, ირანელები დროს წელავენ, რადგან ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი მომლაპარაკებლებზე ზეწოლას ახორციელებს, რათა ამერიკელებთან დიალოგის დროს მათ მაქსიმალურ შედეგს მიაღწიონ.
პაკისტანი, ეგვიპტე და თურქეთი ირანელებს მოლაპარაკებებში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ. ირანული მხარე ქვეყნის უზენაესი ლიდერისგან, მოჯთაბა ხამენეისგან „მწვანე შუქს“ ელოდება.