1768248959
AXIOS: ტრამპის მხრიდან ძალისმიერი ინტერვენციის მუქარის ფონზე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტივ უიტკოფთან მოლაპარაკებები გამართა
ტრამპის მხრიდან ძალისმიერი ინტერვენციის მუქარის ფონზე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტივ უიტკოფთან მოლაპარაკებები გამართა. ცნობას გამოცემა AXIOS-ი ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მხარეებმა ასევე განიხილეს უახლოეს დღეებში პირისპირ შეხვედრის შესაძლებლობა, თუმცა მათი საუბრის ფორმატი არ დაზუსტებულა.
გამოცემა წერს, რომ თეირანი ვაშინგტონთან დაძაბულობის დეესკალაციას, ან რეჟიმის წინააღმდეგ შეერთებული შტატების მხრიდან შემდგომი ქმედებებით მუქარის ფონზე დროის მოგებას ცდილობს.










