სიახლე, რომელიც 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება
1757965444
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კატარის დედაქალაქ დოჰაში დაჯგუფება „ჰამასის“ შტაბ-ბინაზე იერიშის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გააფრთხილა. ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემას საკუთარმა წყაროებმა უთხრეს, ნეთანიაჰუმ 9 სექტემბერს ტრამპს განუცხადა, რომ კატარში „ჰამასის“ ლიდერების ლიკვიდაცია გეგმავს. ამის შემდეგ ერთ საათში დოჰაზე საჰაერო იერიში მიიტანა.
„ტრამპმა დარტყმის შესახებ რაკეტის გაშვებამდე იცოდა. ნეთანიაჰუსა და ტრამპს შორის დისკუსია ჯერ პოლიტიკური დონეზე გაიმართა, ხოლო შემდეგ - სამხედრო არხებით. ტრამპს „არა“ არ უთქვამს“, - განუცხადა Axios-ს ერთ-ერთმა ებრაელმა მაღალჩინოსანმა.
მეორე წყარო გამოცემას უყვება, რომ აშშ იერიშამდე დიდი ხნით ადრე პოლიტიკურ დონეზე გააფრთხილეს. „ტრამპს რომ ნდომებოდა ამის შეჩერება, ის ამას იზამდა, თუმცა, როგორც გვიჩვენებს პრაქტიკა, მას ეს არ გაუკეთებია“, - ციტირებს გამოცემა წყაროს.