ავღანეთში აცხადებენ, რომ სასაზღვრო ოპერაციებს 58 პაკისტანელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავღანეთი

ავღანეთში აცხადებენ, რომ სასაზღრო ოპერაციებს 58 პაკისტანელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც მისი მათი საჰაერო სივრცის განმეორებითი დარღვევების პასუხია. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია კიდევ 30 პირი.

„თალიბანის“ პრესსპიკერი ზაბიჰულა მუჯაჰიდი აცხადებს, რომ ავღანეთის ძალებმა პაკისტანის არმიის 25 პოსტი დაიკავეს.

„ავღანეთის ყველა ოფიციალურ საზღვარზე სიტუაცია სრულად კონტროლდება და უკანონო საქმიანობა დიდწილად აღიკვეთა“, – განაცხადა მუჯაჰიდმა ქაბულში გამართულ პრესკონფერენციაზე.

პაკისტანური მხარე კი ავღანეთის იმ 19 სასაზღვრო პუნქტის დაკავების შესახებ იუწყება, საიდანაც პაკისტანზე თავდასხმები ხორციელდებოდა. ქვეყნის უსაფრთხოების ძალებში აცხადებენ, რომ ავღანელი თალიბები მოკლეს, „დანარჩენებმა კი თავს გაქცევით უშველეს“.

„პაკისტანის არმიამ მთლიანად გაანადგურა „თალიბანის“ მანოჯბას ბანაკის ბატალიონის შტაბბინა, ჯანდუსარის პოსტი, თურქმენზაის ბანაკი და ხარჩარის ციხესიმაგრე. ავღანეთის მხრიდან სროლის მიზანს კი ხავარიჯის ფორმირებების პაკისტანის საზღვარზე გადაყვანა წარმოადგენდა. თუმცა, პაკისტანელებმა მათ სწრაფად და ძლიერად უპასუხეს“, – აცხადებენ პაკისტანის უსაფრთხოების ძალებში.

ცნობისთვის, პაკისტან-ავღანეთის საზღვარზე ვითარება გვიან ღამით, მას შემდეგ გართულდა, რაც მხარეებმა ერთმანეთის მიმართულებით დარტყმები განახორციელეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ავღანელი თალიბები თავს პაკისტანის პოსტებს ესხმოდნენ შეტაკებები საზღვრის რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობდა. მანამდე 9 ოქტომბერს პაკისტანმა ქაბულზე საჰაერო დარტყმა განახორციელა, ავღანეთმა კი პირობა დადო, რომ ამ იერიშს მკაცრად უპასუხებდა.