ავარიას 45 ადამიანი ემსხვერპლა, მხოლოდ 8 წლის გოგოს გადარჩენა მოხერხდა (უცხოეთი)

ავარიას 45 ადამიანი ემსხვერპლა

სამხრეთ აფრიკაში, ავარიის შედეგად, 45 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთით, ლიმპოპოს პროვინციაში მოხდა.

სატრანსპორტო დეპარტამენტის ინფორმაციით მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტობუსი, 50 მეტრის სიმაღლიდან, ხევში გადავარდა. ტრანსპორტს ცეცხლი გაუჩნდა და შიგნით მყოფი მგზავრებიდან მხოლოდ ერთი - 8 წლის გოგონას გადარჩენა მოხერხდა.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახური ამ დრომდე გრძელდება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ექსპერტიზის გარეშე ცხედრების ამოცნობა შეუძლებელია.