ოკლაჰომას შტატში ტორნადოს შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ჩვილი

ტორნადო

აშშ-ში, ოკლაჰომას შტატში ტორნადოს შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ჩვილი, – ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, 20 000-ზე მეტი ადამიანი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. განადგურებულია შენობები, მანქანები,ავტობუსები.

ოკლაჰომას საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ცნობით, შტატის მასშტაბით საავადმყოფოებმა განაცხადეს დაახლოებით 100 დაშავებულის შესახებ, მათ შორის არიან ნამსხვრევებისგან დაშავებული ადამიანები.

თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ესაუბრა ოკლაჰომას გუბერნატორს, კევინ სტიტს და ფედერალური მთავრობის სრული მხარდაჭერა შესთავაზა.